მე რომ არა….შენ რომ არა….

18 Feb

…. მე რომ არა, ღამით საფიქრალი არაფერი გექნებოდა,მარტო ისეირნებდი ყურებში “ნაუშნიკგარჭობილი”

…მე რომ არა,ვერ გაიგებდი რა არის ადამიანის ერთგულება და ძლივსძლივობით შეკოწიწებული თბილი სიტყვების წარმოთქმა.

…მე რომ არა,რომანტიული ფილმების ყურებას  ვერავინ გაიძულებდა და შენც ვერასდროს შეძლებდი ვინმესთვის ჩუმად ხელის გადახვევას.

…მე რომ არა, თბილ ხელს ვერავის ჩაჭიდებდი და ვერავის მოახურებდი შენს ქურთუკს.

…მე რომ არა,ვერავის მისწერდი მესიჯს მხოლოდ იმის გასაგებად მღვიძავს თუ არა.

…მე რომ არა,წიგნებს არასდროს წაიკითხავდიი და ვერ გაიგებდი როგორია სიძველის სუნი

…მე რომ არა,სევდიანი თვალებით წვიმის წვეთებს ვერ უყურებდი და მათი წკაპუნით ვერასდროს დატკბებოდი

….შენ რომ არა,ვერასდროს გავიგებდი რა გრძნობაა,როცა ცხოვრებას აზრი ეკარგება და ცრემლიც შენი მუდმივი თანამგზავრი ხდება.

…შენ რომ არა…ამ სიტყვებს ვერასდროს გავუხსნიდი გზას და სამუდამოდ გავათავისუფლებდი.

….შენ რომ არა…მე ახლა ისევ ის უდარდელი და მომღიმარი გოგო ვიქნებოდი.ისევ ფანჯარაში ვიჯდებოდი და მზის სხივებს მივეფიცხებოდი,რათა ის ნამდვილი სითბო მეგრძნო,რაც შენგან არასდროს მიგრძვნია!

https://i2.wp.com/data.whicdn.com/images/23315307/tumblr_ln0u4rWneO1qbqq5fo1_500%255B1%255D_large.jpg

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: