reading

16 Jan

გამარჯობა ხალხო,როგორც იქნა მაღირსეს ინტერნეტი და ეხლა თქვენთან ვარ:*მოკლედ ისეთი განსაკუთრებულ არაფერი მაქვს თქვენთვის სათქმელი,უბრალოდ უსაქმურობისგან რაღაც დავწერე და წაგაკითხებთ:*

(როგორც ყოველთვის სათაური არ აქვს)

 

…ჯერ გაჩერებაზე ვიყინები,ცხვირი მიწითლდება.ერთხელაც ვიხედები მარცხნივ და როგორც იქნა ავტობუსი!ნაქსოვი ჟაკეტი და შავი ქვედაბოლო მაცვია,თმა ჩაწნული,გრძელი.

ავტობუსი ჩერდება,მე ავდივარ.როგორც მოსალოდნელი იყო ჭედვაა.უცებ დამინახე.გაყინული და  ცხვირგაწითლებული ალბათ შეგეცოდე და ადგილს მითმობ.

მე(სულელი)ჯერ ვერ ვხვდები რას აკეთებ,მერე ვხვდები,მერიდება,მაგრამ ბოლოს მაინც ვჯდები და ხმადაბლა გიხდი მადლობას,მგონი ვერ გაიგე,მაინც იღიმი.მე მიკვირს და უკვე წინ ვიყურები.ფლეიერში ჩემი საყვარელი სიმღერა ჩაირთო  “lucky”.გარეთ უკვე წვიმს.უცებ შენ გამახსენდი ,ფიქრებიდან გამოვერკვიე და შემოგხედე.თურმე შენც მე იყურებ.ახლა უკვე მეც მეღიმება რატომღაც…ჩემი გაჩერებაც გამოჩნდა.მე ჩამოვდივარ,შენ ვეღარც კი დაგინახე.გზაში მგონი დამავიწყდი კიდეც.

ფიქრები იმდენად მიტაცებს,რომ არც კი მახოვს როგორ ვხვდები მეტროში.იქაც უსიამოვნო სივიწროვე და ჩახუთულობა მხვდება.ადგილი არსად ჩანს,არადა მუხლი მეკვეთება.უცებ ვიღაც ბიჭი ადგილს მითმობს(ნაცნობი სიტუაცია)ახლა უკვე მოურიდებლად ვჯდები და შედარებით ხმამაღლა ვიხდი მადლობას პასუხის მოლოდინში.პასუხი იგიანებს.ზემოთ ვიხედები და ისევ ის ნაცნობი ღიმილი,რომელიც ავტობუსში არ მშორდებოდა და გაყინულ ცვირს მითბობდა.ჩემი ღიმილი კი მგონი შენც გათბობს.ბორბლების ხმაური წყდება და ვხვდები რომ უნდა წავიდე,მგონი შენც უკან მომყვები.იქნებ სხვაგანაც მითმობ ადგილს?უკან ვიხედები და შენი თბილი ღიმილი ისევ ჩემს სახეზე ირეკლება….

https://i1.wp.com/s2.favim.com/orig/33/beautiful-beauty-blue-brown-brune-Favim.com-262629.jpg

2 Responses to “reading”

  1. Nani January 17, 2012 at 7:16 pm #

    Momwons❤ : *****

  2. ourvintageworld January 18, 2012 at 7:16 am #

    :*:*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: