სარკესთან თამაში…(მორიგი ბესტსეილერი ფანტასტიკური ჟანრი)

12 Jan



1.ნაწილი „უაზრო ფაქტი“

თქვენ ადგილას მე ალბათ ვიფიქრებდი რომ ამ მოთხრობის ავტორი მთლად დალაგებული არაა მაგრამ ვინაიდან ამ მოთხრობის ავტორი ვარ მე და ეს ყველაფერი მე გადამხდა თავს მთლად ასეც ვერ ვიფიქრებ!
მე ნელი მქვია ეს სახელი საშინლად მაღიზიანებს მაგრამ ბიატრისს და კატრინსს მირჩევნია. მე მყავს დედა მამა ორი ძმა და ბებია ზუსტად ამ ბებიამ აათამაშა ჩემი ცხოვრება და მიიყვანა ის სიგიჟეს ზღვარამდე. გაზაფხული იყო მშვენიერი სეზონი იმისთვის რომ შენს პირად ცხოვრებაში რაიმე შეცვალო მაგრამ ამისთვის მე არ მეცალა და არც კი მეფიქრებოდა.
ბებიაჩემი სხვაგან გადადიოდა საცხოვრებლად და თავისი ახალი სახლის სიმცირის გამო მისი უსაყვარლესი სარკე მე შემომტენეს მე „ჭკუაზე“ ვერ ვიყავი სიხარუსლისგან! მოუთმენლად ველოდი მის ჩამობრძანებას. იმ დღეს როცა სარკე ჩემთან უნდა ჩამოსულიყო მე სკოლაში ვიყავი კედელს მივადე თუ არა თავი ზარი დაირეკა გაკვეთილების მერე კი მე და ჩემი დაქალი მია მაღაზიებში წავედით მე ნახევრად ძილში ვიყავი ტროტუარს მივუყვებოდი ჩემს გვერდით კი მია პირს ვერ აჩერებდა მისი საუბრიდან ნახევარზე მეტი არ მახსოვს მაღაზიაში შევედით იმ მაღაზიაში რომელშიც მე და მია ლამის საცხოვრებლად გადავედით მია ზედებთან მივარდა და მეც მას გავყევი მაღაზიაში ჩვენს გარდა კიდე ორი ახალგაზრდა გოგონა იდგა მიამ ზედების დათვალიერება დაიწყო მე კი როგორც ყოველთვის გვერძზე დავუდექი და დავიწყე „არა, არა, ეს ბანძია, უიმეე, არა ,არა ,დებილობაა ,წავა რააა, არა, ფუუუ, არა…“ მია უკვე ცუდად იყო როგორც იქნა რაღაც ამოქექა და მეც ვიპოვე ცოტა დებილობა მაგრამ მაინც საყვარელი ზედა მია გამოსაცვლელში შევარდა მე კი კასასთან მივედი…მაღაზიიდან რომ გამოვედით მე და მია კაფეში წავედით და ერთ ერთ მაგიდას მივუჯექით როგორც ყოველთვის შევუკვეთეთ მარწყვის ნაყინი და კოლა
–ისეეე კაი რაღაცეები კი შევიძინეთ წამოიყვირა მიამ გახარებული ხმით
–ხოო მეც მომეწონა დავუდასტურე მიას და თვალები საწრუპს მოვაშორე
–ხვალ შაბათია რას გეგმავ? ინტერესით მკითხა მიამ და წარბი აპრიხა
–რავი აბაა სარკესთან თამაშს წამოვაყრანტალე მე მობუზღული სიფათით
–ჰააა ??? რა სარკე? გაიკვირვა მიამ
–ოჰჰ ნაპოლეონის დროინედელი სარკე მაჩუქა ბებომ და ხვალ ალბათ მას ჩამოვკიდებ კედელზე
–აააა მაგარია!!! მიყვარს ანტიკვარი თქვა მიამ და ჩაიცინა
ჩვენ კიდე ცოტახანი ვიყავით კაფეში და მერე გავემართეთ სახლებში.სახლში მე სარკე დამხვდა ის ჩემს ლოგინზე იდო, მართლაც ანტიკვარი იყო , სქელი რკინის ჩარჩოთი ,მიუხედავად იმისა რომ ვინტაჟი ჩემი არ იყო ეს სარკე მომეწონა ! მე ანტიკური ხანის სარკე იქვე გადავდე და გადავწყვიტე მეორე დღეს ის ჩამომეკიდა კედელზე!

2.ნაწილი „ჰალუცინაციები“
ღამე მე არ მეძინა,ჭერის ყურებით ვტკბებოდი, მხოლოდ დილისკენ ჩამეძინასავით არ ვიცი როდის მარა სიზმარმაც მომაკითხა, სისულელეზე სისულელე დამესიზმრა:მე ჩემს ოთახში ვიდექი და სარკეში ვიღაცას ვეჯღანებოდი ცოტა შიშიც ერეოდა ამ სიზმარს და ამიტომ დილით ეს სარკე ლამის მოვისროლე.მაგრამ ბოლოს მივხვდი რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო და ჩაქუჩი ლურსმებთან ერთად მაინც დამჭირდებოდა დამჭირდა კიდევაც.როგორღაც ჩამოვკიდე სარკე და წესივრად პირველად ჩავიხედე შიგ! ო ღმერთო ჩემო რას ვგევარ როგორღაც წარმოვთქვი ეს სიტყვები ჩემიი სიფათის დანახვის მერე,იმ წამსვე მოვწესრიგდი თმა მაღლა ავიწიე და წარბს ხელი გავუსვი ცოტახანი სარკესთან ვიდექი მერე კი იქვე ჩამოვჯექი დიდხანს ვუყურებდი სარკეს მერე კი იქვე დაგდებული ჟურნალი ავიღე და დავიწყე მისი დათვალიერება ჟურნალმაც ვერ გამამხიარულა როგორც ვიჯექი დებილივით ისე დავრჩი…ისევ სარკეში ჩავიხედე და ჩემს ანარეკლს შევხედე უცებ ანარეკლი გაქრა და სარკე სიცარიელით ამოივსო მე თვალებს ვერ დავუჯერე წამოვდექი და ერთი ორი ნაბიჯით მივუახლოვდი სარკეს სარკეში კი არ ვჩანდი ხელების ქნევა დავიწყე სარკეში კი არაფერია ნუთუ გავგიჟდი გავიფიქრე მე და თვალები მოვჭუტე სარკეს მოვშორდი და საწოლზე ჩამოვჯექი სარკე ჩემი საწოლის წინ ეკიდა და ამიტომ მას თვალი მაინც ვერ მოვაშორე ვცდილობდი ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და ჩემი სიგიჟეს ნიშნები არ დამემტკიცა ოთახიდან გავედი კართან დებილივით დავდექი მერე კი ოთახში ფეხთა კრეფით შევედი სარკეში მე ისევ არ ვჩანდი მე ცოტათი მივუახლოვდი სარკეს და დავინახე ვიღაცის სახე ლამაზი სიმპატიური ადამიანის უფრო ბიჭის ვიდრე გოგოს სახე ჰქონდა მე თვალებზე ხელი გავისვი და მივხვდი რომ გარეკილი მქონდა ოთახიდან მალევე გავვარდი და აბაზანაში სახეზე ცივი წყალი შევისხი!ჩემს ოთახში მეტჯერ შესვლა ვერ გავბედე ამიტომ ღამე სავარძელზე ვარჩივნე ძილი ღამე საშინელი გამოდგა მე სიზმარმა კი არა ძილმაც არ შემიწყო ხელი უაზრო ფიქრებმა გამიწყალეს გული ნუთუ ჰალუცინაციები მქონდა…

3.ნაწილი „ვაფრენ?!“
დილით მე მივხვდი რომ ეს ყველაფერი არანორმალური იყო და ჩემს ოთახში ოდესღაც მაინც უნდა შევსულიყავი აბა როგორ ამეხსნა დედაჩემისთვის რომ სარკეში მე ვიღაც მწვანეთვალება ქერა აჩეჩილ თმიანი ბიჭი მიყურებს მაგრამ სანამდე შევიდოდი ოთახში უნდა დამედგინა რისი ბრალი იყო ჰალუცინაციები მე სავარძელზე კომფორტულად მოვკალათდი და დავიწყე ფიქრი 1 ვარანტი ეს ყველაფერი სიზმარი იყო 2 ვარიანტი დაღლილობის ბრალი იყო 3 ვარიანტი სარკეში მართლაც ვიღაც იყო 4 ვარიანტი ვაფრენ აქედან ყველაზე ლოგიკური იყო მე 4 ვარიანტი მაგრამ ის არც ისე მაწყობდა ამიტომ მე ყველაფერი დაღლილობას გადავაბრალე ოთახში შესვლა მაინც არ მსურდა ამიტომ მე ჩემს თავს ვატყუებდი ხან ოთახში შესვლისას საჭირო ოტახში მივრბოდი ხან წყალი მწყუროდა მოკლედ საღამო იყო როცა მე ძლივს შევედი ოთახში სარკისთვის არ შემიხედავს მაგრამ ბოლოს მაინც ვერ მოვითმინე და თვალი მას გამოვაპარე სარკეში ტავიდან არაფერი ჩანდა მერე კი გამოჩნდა ბიჭი ის ალბათ ჩემზე 1 წლით უფროსი იქნებოდა მისი მინდვრისფერი თვალები შეშინებული მზერით მათვალიერებდნენ აჩეჩილი თმა გეგონება ქარმა გაათამაშა ზევით აპრეხილი ჩოლკა უფრო ალამაზებდა ამ მომენტში ყველაზე ძალიან არ მინდოდა ჩემი ანარეკლის დანახვა რომ წარმოვიდგინე რა „მაგრა“ გამოვიყურებოდი ლამის დავპატარავდი მანნაც მიხვდა რომ მე ძალზედ დავიბენი და არ ვიცოდი რა მექნა ამიტომ ჩუმად თავისი ანკარა ხმით წარმოთქვა
–ნუ გეშინია! არაფერს დაგიშავებ მისი სიტყვები ისე დამაჯერებლად გამოიყურებოდა რომ მე მართლაც შიშმა მიმატოვა სამაგიეროდ უფრო ავნერვიულდი საპასუხოდ მოვემზადე და 3 ჯერ ზედაზედ უაზროდ დავაღე პირი რაღაცის სათქმელად მაგრამ ხმა გამიქრა
–მე…მე…ხმა ჩამეხლიჩა ბეკეკასავით ბე… ბეე… ს ნაცვლად მე მე ვთქვი წესით კი უნდა მეთქვა მე არ მეშინია მაგრამ ზოოპარკის ცხოველს უფრო მივბაძე როგორ ვაფრენ გავიფიქრე გულში ამ სიტუაციაში ალბათ ყველაზე კარგად ფსიქიატრიული კლინიკის ექიმი გამიგებდა ან დედარომელიც ფსიქიატრიული კლინიკის ექიმს დაუკავშირდებოდა მე ცოტახანი ჩუმად ვიდექი ბოლოს კი პირიდან რაღაც წესიერი ამომისხლტდა
–ვინ ხარ? ოჰოო რა მაგარი კითხვა დავსვი
–მე ის ვარ ვინც შენ ღამღამობით გითვალთვალებს და ის ვარ ვინც არ უნდა დაგენახა
–რატომ?–ჩემი ხმა მის ხმასთან შედარებით ზედმეტად ხრინწიანი და საშინელი მომეჩვენა
–ნელი გაახილე თვალები შენ სარკეს ესაუბრები–მან სევდიანად ამოილაპარაკა ეს სიტყვები და დაბლა დაიხედა
–კი მაგრამ…–ამ მომენტში არც კი ვიცი რა უნდა მეთქვა ანერვიულებულმა სკამი სარკესთან მოვიჩოჩე
–ოოო არაა!…–წარმოთქვა ანარეკლმა მან მაშინვე მიაგნო იმას რომ მე ტვინს გავუჭყლეტდი კითხვების დასმით მაგრამ სანამდე რამეს წარმოვთქვამდი თვალები დავიზილე და დავიწყე
–რა გქვია?–ვცდილობდი ნერვიულობა დამემალა და გამბედავად მეკითხა
–ნელი გეყო ამ კითხვების დასმა არ გამოგადგება–თქვა ანარეკლმა დაღონებული ხმით
–მაინც ვცდი იქნება და გამომადგეს თან შენ იცი ჩემი სახელი და მე შენი არა…
–კაი მხოლოდ სახელს გაგიმხელ მე რობი მქვია
მე ცივად გავუღიმე რადგან მეტი კითხვა ვერ მოვიფიქრე
–და სარკეში რატომ ხარ? ვცადე შემეპარა კიდევ ერთი ჩემი უაზრო კითხვა
–შენთვის ეს სარკეა ჩემთვის კი ეს სამყაროა ოღონდ მარტო ჩემი სამყარო…
–აჰჰ გასაგებია! არაადა არაფერი იყო გასაგები ტავში უამრავი კითხვა მიტრიალებდა…
–და აქ…როგორ…აღმოჩნდი?ისევ დებილური კითხვა დავსვი
–არც კი ვიცი ჩემი სული დრომ ჩასახა ამ სარკეში 17 წელია აქ მარტოდ მარტო ვარ ისე სევდიანად წარმოთქვა რომ ლამის სარკეში ჩავძვერი და ჩავეხუტე
უცებ გამახსენდა ჩემი სამყარო და მე საათს დავხედე დრომ ისე ჩქარა გაიელვა რომ უკვე 11 საათი იყო
რობიმ სევდით სავსე თვალები მომაპყრო და მითხრა
–დანარჩენს ხვალ მოგიყვები ძილი ნებისა
მე ვერაფრის თქმა მოვასწარი სარკე რომ ისევ ჯერ სიცარიელით ამოივსო მერე კი მასში საშინელი ურჩხულის სიფათი დავინახე ჩაშავებული უპეებით მაშინვე მივხვდი რომ ეს ურჩხული მე ვიყავი…სკამიდან წამოვდექი და თვალები ისევ დავიზილე თავი რომელიღაც ფილმში მეგონა ან ჩემს გრანდიოზულ სიზმარში საწოლთან მივედი თუ არა მასზე დავებერტყე და მალევე დავიძინე!

4.ნაწილი „ჩრდილები ნაშუადღეს ქრებიან“
დილით მე გავიხსენე წინა ღამის ამბები და ხმამაღლა გავიცინე ნუთუ ეგეთი ფანტაზიის უნარი მაქვს წავიხითხითე მე იქვე მიგდებული ხალათი ავიღე და ნარნარით გავემართე კარისკენ.კარის სახელურს შევახე ხელი და უცებ საიდანღაც გავიგონე ხმა
–დილა მშვიდობისა ნელი! ეს ხმა დედაჩემს ნამდვილად არ ეკუთვნოდა მამაჩემი ამ დროს უკვე სამსახურში იყო სემი ჩემი ძმა ჩვენთან არ ცხოვრობდა ალექსთან კი ურთიერთობა გავწყვიტე ნუთუ ეს რობი იყო წინა ღამის მთავარი გმირი
–რობი? ჩუმად ვიკითხე
–ხომ არ შეგაშინე?
–არა პირიქით! უჩვეულოდ გამომივიდა ტყუილის თქმა
–ისე ჩემსკენ რომ მოტრიალდე უკეთესი იქნება წარმოთქვა რობიმ ოდნავ გაბუზღული ხმით
–…ჯობს მოვწესრიგდე ცოტა უხეშად გამომივიდა მაგრამ ბოლოს შევამსუბუქე და გავიცინე კარი გავაღე და აბაზანაში შევიპარე როგორც შევიპარე ისევე მალე გამოვიპარე შედარებით უფრო უკეთ გამოვიყურებოდი ვიდრე წინა ღამეს დანახული ურჩხული ოთახში მალევე შევვარდი და კარი შურდულით დავკეტე სარკეს შევხედე და იქ ვერავინ დავინახე მაშინ მასთან უფრო ახლოს მივედი და დავაკაკუნე დებილურად კი გამოვიყურებოდი გოგონა რომელიც სარკეს უკაკუნებს მაგარია სარკის სიღრმიდან მკაფიოდ გაისმა რობის სიცილი მერე კი გამოჩნდა ვიღაცის მშვენიერი სახე რომელიც მე ნამდვილად არ მეკუთვნოდა
–როგორ ხარ?მკითხა რობიმ
–მშვენივრად თავად? ვიკითხე მე
–გადასარევად ჩაისისინა რობიმ
–რობ შენ სულ ამ სარკეში ხარ ?როცა გინდა ქრები და როცა გინდა ჩნდები? ამ კითხვას ალბათ ყველაზე მეტი აპლოდისმენტი უნდა მოსდევდეს
–გამოდის რომ ეგრეა მაგრამ ნაშუადღეს ძალიანაც რომ მომინდეს სარკეში ვერ გავჩნდები…
–რატომ? მალევე ვიკიხე
–ნაშუადღეს ყველა ჩრდილი ქრება და მეც მათ შორის
–ოოო არა! ისე წარმოვთქვი გეგონება რობის ძალიან კარგად ვიცნობდე მაგრამ წინ მხურვალე არდადეგები მქონდა ამიტომ მის გაცნობასაც მოვასწრებდი ის კარგი ადამიანი ჩანდა და მე მჯეროდა რომ ის ცუდს არაფერს დამიშავებდა პირიქით ჩემი მეგობარიც გახდებოდა
– მთავარია სარკე არ გაგიტყდეს თორე ნაშუადღეს როგორღაც გადაიტან
–და სარკე თუ გატყდება…?არ დამაბოლოვებინა
–მაშინ ვეღარასოდეს მნახავ ან…ანდა აღაფერი არ გეგონოს რომ გაშინებ უბრალოდ 17 წელია ბუსავით ვზივარ აქ და მეგობრის ყოლაც კაი იქნებოდა…მითუმეტესს ერთგული მეგობრის
–მოიცა და თუ სარკე გატყდება კიდე რა შეიძლება მოხდეს ?
–პორტალი გაიხსნება და მე შენს წინ ადამიანად გავჩნდები ოოო ღმერთო ჩემო რა მაგარია გავიფიქრე მე და ლამის სარკეს ფეხი ვკარი
–მაგრამ ეგრე ადვილიც ნუ გეჩვენება ამ ყველაფრისთვის 1 წელი კიდევ საჭიროა მე მოვიღუშე რა მოითმენდა 1 წელს როდესაც ნამდვილი ოცნების ბიჭი სარკეში გიზის
–კაი მაშინ მე სარკეს მოვუფრთხილდები და 1 წელში…
–ნუ იჩქარებ არ დამაბოლოვებინა რობმა და სარკეს ცივად ხელი გაუსვა უცებ მე გამახსენდა მიასთან შეხვედრა და რობს დავემშვიდობე მას გული არ დასწყდა რაც ძალზედ გამიხარდა მერე კი მეც მივხვდი რატომაც ნაშუადღე გვიახლოვდებოდა რობმა ბოლოჯერ მომაპყრო თავისი მშვენიერი მზერა და ჩუმად გაუჩინარდა!

5.ნაწილი „პირველი შეხება“
მიასთან შეხვედრამ და მასთან ერთად ბოდიალმა ცოტათი დამღალა ის როგორც ყოველთვის გახურებულ ისტორიებს მიყვებოდა მე კი თავს ვუქნევდი სახლში მისვლისას მე სავარძელზე მჯდომი ბებო დამხვდა რატომღაც სურვილი გამიჩნდა მისთვის მეკითხა სარკეზე იცოდა რამე თუ არა მაგრამ ბოლოს გადავიფიქრე თუ არ ეცოდინებოდა ხომ გამოვიდოდი დებილივით თან ბებიას ჩემთვის არ ეცალა ის ნახევრად ტელევიზორში იყო ჩამძვრალი და ხელს მე ნაღდად ვერ შევუშლიდი ხომ უნდა გაერკვია საბრინა პაულოს შვილია თუ რანჩოს მეპატრონის მოკლედ მე ჩუმად ჩემს ოთახში შევედი
–მოხვედი ნელი? გაისმა რობის ლამაზი წკრიალა ხმა
–ხო მოვედი
–როგორ გაატარე დრო?
–არც ისე კარგად გადავწყვიტე სიმართლე მეთქვა
–რატომ?
–არ ვიცი მაგრამ დებილობა იყო … რობ მე გაკვეთილებს ვისწავლი და მერე ვისაუბროთ კაი?იდიოტურად გამომივიდა
–კაი მაგრამ თუ მოგაბეზრე თავი აქ აღარ გამოვჩნდები და თავს გაგანებებ!
–არა რობ არააა ძალიან გთხოვ არ მიმატოვო არ წახვიდე!
რობმა აღარაფერი მითხრა უბრლოდ მოიკუნთა მე წიგნებს ხელი დავავლე და სარკის წინ გავიჩაჩხე სულ ბოლოს მათემატიკას დავეტაკე მე ჩუმად ცემთვის ვანგარიშობდი როცა მივედი ყველაზე კრეტინულ მაგალითამდე რომლის ამოხსნა ძალზედ მიჭირდა
–201726,6 წაიჩურჩულა რობმა
–რაა? მე ვერ მივხვდი
–პასუხი არის 201726,6
–გმადლობ მაგრამ როგორ ამოხსენი?
–17 წელი ტყუილად არ დამიხარჯავს თქვა თავმომწონედ რობმა მე თვალი ვერ მოვაშორე ისე ავიღე წიგნები და გვერძზე მოვისროლე ფეხი ფეხზე გადავიდე და დავიწყე
–ბებიაჩემმა იცის შენს შესახებ?
–არა იმ წამსვე მიპასუხა რობმა
–ჰმმმ კითხვებიც გამეცალა
–კაი მაშინ მე დაგისმევ რამეს
–კაი დავთანმხდი მე
–ესეიგი ნელი …
–ხოო
–ვინმე გიყვარს?
–ოოოჰჰ ასეც ვიცოდი რომ ამ კითხვას დამისმევდი
–კი თუ არა?
–არა მაშინვე ვუპასუხე
–ხო ალექსთან რატომ გააფუწე ურთიერთობა?
–აქ მაინც ნუღარ მიხსენებ
–ის ხომ შენი ძმაა
–მთლად ჩემი ძმაც არაა ნაშვილევია გადავწყვიტე სიმართლე მეთქვა ვინმესთვის მაინც
–კი მაგრამ ის მაინც შენი ძმაა
–ხასიათით ვერ ვეწყობით ნერვებს მიშლის
–აჰჰჰ გასაგებია თქვა რობიმ უცებ თვალებში შემომხედა და სარკეს შეეხო მეც ვერ გავძელი და თითებით მის ხელს შევეხე მისი ხელი ცივი გრილი და ნესტიანი ჰაერივით აღმოჩნდა მას რომ შევეხე ჯერ მისი თითები გაქრა მერე კი მტევანი ბინდივით ნისლივით ქრებოდა მე შემეშინდა ნუთუ მასსაც როგორც ყველა ახლობელს ტკივილი მოვაყენე თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი თვით რობის ულამაზესი სახეც გაქრა მე დავიყვირე
–რობ! მაგრამ ის არსად ჩანდა მხოლოდ 3 წუთის მერე სიღრმიდან მისი ხმა გავიგონე
–ნელი ხვალამდე!

6.ნაწილი „მხოლოდ მასთან“
ღამე როგორც ყოველთვის უძილო აღმოჩნდა დილით მე ადგომა დამეზარა ფანჯარაში მზე იყო გაჭედილი რომელიც თავის სხივებს სარკეს უმიზნებდა შემდგომში კი ეს სხივები ჩემს სახეს ეხეთქებოდნენ და მას ელამუნებოდნენ, სახეს მირუჯებდნენ და წამწამებს მიწვავდნენ ისეთი გრძნობა მქონდა რომ მზეზე ვიწექი ერთი თვალი გავახილე და სარკეში რობის ულამაზესი ღიმილი შევამჩნიე ცოტა ხანი მას ვუცქერდი მერე კი საწოლიდან ამოვხტი თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში გავცუნცულდი იქ გაირკვა რომ 1 დღეში მე სოფელში მივდიოდი მე თავზარი დამეცა და მუხლობი მომედრიკა ნუთუ 1 თვით რობი უნდა დამევიწყა ანდაც დედაჩემისთვის სისულელეები უნდა მომეყოლა რათა სარკე თან წამეთრია მოკლედ მე რობის გარეშე ყოფას უნდა შევგუებოდი და მეორე დღეს როგორღაც ეს ყველაფერი უნდა ამეხსნა მისთვის მოკლედ დღე დილიდანვე ჩამიმწარდა მაგრამ ყველაფერი ეს გადამავიწყდა მიას ზარის შემდგომ როცა მიამ უკმაყოფილოდ გამარკვია იმაში რომ ჩვენი ურთიერთობა გვირაბის ბოლოს შევარდა და მასში წერტილი მკაფიოდ დაისვა არ ვიცი როგორ მაგრამ ესეც გადავიტანე რადგან მხოლოდ რობი მჭირდებოდა და მხოლოდ მას ვაფასებდი იმ დღეს დამეუფლა გაურკვეველი გღძნობები სიმარტოვე სიცარიელე უკმაყოფილობა სიხარული ცრემლი ტკივილი … იმ დაწყევლილ დღეს მე მარტო ვიჯექი მისაღებ ოთახში შუაში სავარძელი დავდგი და ფანჯრის სიღრმეს ვუყურებდი მხოლოდ ღრუბლები მხოლოდ ღრუბლები მოჩანდნენ მასში და სხივი რომელიც არც კი ვიცი საიდან გაჩნდა მზე ხომ არსად ჩანდა ეს სხივი მათბობდა და იმედს მაძლევდა რომ მე მარტო არ ვიყავი რომ მე მყავდა რობი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა!

7.ნაწილი „დამშვიდობება“
დილა ….დილა როგორც ყოველთვის უაზროდ მოღრუბლული აღმოჩნდა ალბათ ამ დღის მეშინოდა ყველაზე ძაან რობის გარეშე როგორ უნდა ვყოფილიყავი არც კი ვიცოდი აბაზანაში შევვარდი და დავიწყე ფიქრი იმაზე რა და როგორ მეთქვა რობისთვის რომ 1 თვე მე მას ვერ ვნახავდი ვერაფერი მოვიფიქრე მოკლედ
დაწყევლილი დღეების სია თანდათან მატულობდა მიაც აღარ მწერდა ანდა რა უნდა მოეწერა მეც თავიდან გადავწყვიტე მისთვის თავი დამენებებინა მაგრამ მერე მივხვდი როგორ მიჭირდა მისი უაზრო ბურტყუნის გარეშე ყოფნა მე ტელეფონს ვეცი და პირველად ავკრიფე მისი ნომერი 55108647…
–ჰოლიდეიების ოჯახი გისმენთ
–მია მე ვარ ნელი ბოდიში მართლაც არ ვიცი რა დამემართა ამ ბოლო დროს სულ მარტოდ მინდა ყოფნა და მაგიტომ ვერ შეგიხმიანდი მაპატიე!…
–ჰმმმ…ისე ფოსტაში შეგეძლო გეპასუხა
–მია ძალიან გთხოვ მაპატიე! ზედმეტად არტისტიულად გამომივიდა
–დაწყნარდი გაპატიე!
–გმადლობ მია მიყვარხარ საღამოს მოგწერ ან ხვალ უი ხვალ ვერა სოფელში მივდივარ და არამგონია მოვიცალო
–ა კაი მაშინ ზეგ!
–კაი ზეგ იყოს!
–პაკა
მიასთან საუბარმა გამომაფხიზლა მივხვდი რომ ცხოვრება მშვენიერი იყო საღამომდე რობისთან არ მილაპარაკია რადგან მიას შევხვდი საღამოს კი ჩემოდანების ჩალაგებას შევუდექი
–ნელი სადმე მიდიხარ?
–ხო რობი მივდივარ 1 თვით სოფელში თვალი არ მოვაშორე ჩემოდანს და ისე წავმორთქვი…
– მომენატრები
–მეცც მე ავდექი და სარკესთან მივედი ამ რამოდენიმე წუთში მოხდა ბევრი გაურკვეველი რამ სარკეში რობი ზომებში გაიზარდა გეგონება მომიახლოვდა მეც ვერ გავძელი და მასთან მივედი მან ხელი გამიწოდა და მეც გავუწოდე მის ცივ ხელს შევეხე და პირველად ვიგრძენი ადამიანური სითბო მე სარკეში ნახევრად შევიჭერი და რობის ჩავეხუტე მასთან შედარებით ზედმეტად მინიატურული ვიყავი მან სახეზე შემახო თავისი ცივი ხელი და მითხრა
–ენერგია მატულობს…მე გავუღიმე და უფრო მივეკარი გულზე ცოტა ხანი ეგრე ვიდექით მერე კი რობი გაქრა მხოლოდ სიღრმიდან გავიგე მისი სუსტი ხმა
– მშვიდობით იმედია კიდე გნახავ სიტყვა მშვიდობით საშინლად გამაღიზიანა მაგრამ მაინც ბედნიერად ვგრძნობდი თავს მართალია ჩემი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდა მაგრამ მაინც მშვენივრად ვიყავი!

8.ნაწილი „სიცარიელე“
რაც შეეხება არდადეგებს არდადეგები საშინელი აღმოჩნდა რობის გარეშე მე თავს არარაობად ვთვლიდი სიცარიელე და სიმარტოვე ჩემი საუკეთესო მეგობრები გახდნენ არაფერი მაღიმებდა არაფერი მაცანცარებდა არაფერი მაინტერესებდა მხოლოდ რობი მხოლოდ მისი მზერა ათბობდა ჩემს „მშვენიერ“ არდადეგებს დღეებს თხილის ქვეშ ვატარებდი ხან სიმარტოვეში და ხანაც წიგნის კითხვაში ღამე მე რობის ვხედავდიი მართალია სიზმრებში მაგრამ ხომ ვხედავდი მის გარეშე მე ვიყავი დედამიწასავით რომელსაც გარშემო ოზონის შრე არ ერტყა მოკლედ ხუთმა ჭირიანმა დღემ როგორღაც ჩაიარა ასე ცუდად მე ჩემს თავს არასოდეს ვგრძნობდი გული თითქოს გამიხვრიტეს არ ვიცი რატო მაგრამ რობის ნახვა სასტიკად მსურდა კიდევ ერთხელ მეგრძნო მისი ალერსი გამოხედვა მზერა სიცილი ნუთუ ასეთი ძნელი იყო მასთან შეხვედრა სოფელში უკვე 2 კვირა ვიმყოფებოდი ერთ დღესაც მამამ ჩამოგვაკითხა მე ვიფიქრე რომ მას გავყვებოდი სახლში და შევხვდებოდი რობის ზუსტად ამ ფიქრმა შემასხა ფრთები 3 საათზე მე ჩემ თხილის ხეს შევხვდი 2 საათი დებილივით ვიწექი და მრგვალ ფოთლებში ვყვინთავდი საღამოს სახლში ავვარდი და იქ მამა არ დამხვდა უცებ სამზარეულოდან გამოვიდა დედა და მეე დავუყვირე
–მამა სადაა? ემოცირად გამომივიდა
–სამსახურიდან დაურეკეს და სახლში წავიდა გაუგებრად წარმოთქვა დედაჩემმა
–რააა? დავიღრიალე მე და ოთახში შევვარდი ავიღე ჩანთა შიგ ორი ზედა ჩავაგდე და გავქანდი კიბეებზე დედაჩემაა ვერაფრის წარმოთქვა მოასწრო მე რომ მივრბოდი ცოფიანი ძაღლივით გახსნილი ჩანთით გზაში კიდევ კიბეები ჩავირბინე მერე გავაღე მეორე მოკლე გზის ჭიშკარი და გავქანდი ბილიკი გაურკვეველი იყო მე მივრბოდი კისრის ტეხვით იქ სადაც გული და ფეხები მიმათრევდნენ ტყე ზედმეტად ბნელი და გაუგებარი იყო ეკლიანი მცენარეები ერთმანეთზე გადაბმულიყო გეგონებოდა რომ არ მიშვებდნენ მაგრამ მე მაინც მივრბოდი მივრბოდი იმიტომ რომ გული მიბრძანებდა და ფეხები მირბოდნენ ეკლები გახსნილ შუბლზე მერჭობოდნენ მუხლები სულ დასერილი მქონდა რამდენჯერ წავიქეცი მარტო ღმერთმა იცის რომელიღაცა მინდორზე მე ფეხებს დავხედე და ლამის გული წამივიდა სისხლიანი ფეხები მართლაც კაი საყურებელი არ გამოდგა უცებ რაღაც მანქანის ხმა გავიგე ბოლო ასკილის ბუჩქი გავხლიჩე და ტრასაზე გამოვარდი მამაჩემი კი არ სად ჩანდა მე მეგონა დავიგვიანე დებილივით შუა გზაში ვიდექი და უცებ საიდანღაც მანქანა გამოვარდა ბორბლების ჭრიალმა საერთოდ შემშალა თვალი რომ გავიხედე მანქნის სალონში ვიჯექი გვერდით კი გაგიჟებული მამა საჭეს მართავდა მე არ ვიცოდი ეს ყველაფერი მისთვის როგორ ამეხსნა ამიტომ თვალი დავხუჭე და სიჩუმეში ჩავეფლე!

9.ნაწილი „ტკივილი“
სახლში რომ მივედით მე უფრო საზარელი სანახაობა დამხვდა ვიდრე მოველოდი ჩემს ოთახში სულ სარკის ნამსხვრევები ეყარა მე ერთ წუთში თვალზე ცრემლმა დამაწვა თავზარი დამეცა და მუხლები ჩამეკუნთა იატაკზე გავსრიალდი და ეკლებით დასერილი მუხლები კიდევ ნამსხვრევებით გავიჭერი ვტიროდი ვღრიალებდი კიდევ კაი მამაჩემი სამსახურში წავიდა თორე ის ნამდვილად ვერ გაუძლებდა ჩემს სასტიკ ყვირილს დამარილებული თვალები რომ გავახილე დავინახე დასისხლიანებული იატაკი და ამ დროს გული წამივიდა აზრზე რომ მოვედი კიდევ იატაკზე ვიწექი სამჯერ დაპატარავებული მართალია ჩასიებული მაგრამ მაინც გულ გახვრეტილი წამოვდექი თუ არა შუშები პატარა ყუთში ჩავყარე და ისევ ცხოველური სასტიკი ხმით ვიტირე მერე დასაძინებლად დავებერტყე და 2 საათი ტკივილში გავატარე ნუთუ ქარმა გამიუბედურა ცხოვრება ნუთუ მას ვეღარასოდეს ვნახავდი ნუთუ ჩემი ცხოვრების ნაპერწკალი მე თვითონვე ჩავაქრე ცრემლმა ტკივილმა და სიცარიელემ მთლიანად დამგლიჯა ნორმალური წესიერი და დალაგებული არაფერი დამრჩა ძილმაც ვერ გამომაფხიზლა ღამე 3 საათზე მე ყუთს დავავლე ხელი და ნამსხვრევების წებოთი შეერთებას შევუდექი 4 საათი ნამსხვრევებში გავატარე და მაინც ერთი ნამსხვრევი ვერ ვიპოვე მთელ იატაკზე დავცოცაცავდი ნამსხვრევი კი არსად იყო!


10.ნაწილი „ჩემი“

ნამსხვრევის პოვნაში 4ჯერ ვიღრიალე არანორმალური ხმით ბოლოს კი იქვე ჩამოვჯექი და ფიქრებს მოვწყდი იქაურობას ჩემს წითელ მუხლებს დავხედე და უცებ რაღაცამ გაიელვა აღმოოჩნდა რომ ბოლო ნამსხვრევი ჩემს მუხლში იყო გაჩხერილი ნუთუ ამ სასტიკ ტკივილსაც ვერ ვგრძნობდი ხელი ნამსხვრევს შევახე და მერე ის როგორღაც ამოვიღე სისხლი ისევ ფეხიდან წამოვიდა მე კი გახარებული სახით ბოლო ნამსხვრევი სარკეს მივუერთე 4 წუთი დავიცადე სარკე კი ჩვეულებრივად გამოიყურებოდა მასში არც ვინმე ჩნდებოდა და არც პირიქით რაიმე ქრებოდა მოკლედ მე მართლაც საშინლად ვგრძნობდი ჩემს თავს გახლეჩილი გულით და მუხლებით ვიჯექი და ვტიროდი არ ვიცოდი სად იყო რობი რას გრზნობდა ის როგორ იყო უჩემოდ მოკლედ ორმა საზარელმა დღემ გაიარა მე კიდე სარკეს ვკოცნიდი და მას ვეფერებოდი ზუსტად ასეთივე დღე იყო პარასკევი სავარძელში ვიჯექი ჩემს თავს კვლავ ათბობდა ფანჯრიდან პეიზაჟი ვხვდებოდი რომ სარკეზე მე ვერ გავთხოვდებოდი და მართლაც ეს სიტუაცია უნდა დამევიწყდა მართალია ეს ძალიან რთული იქნებოდა ჩემთვის მაგრამ სხვაგვარად მე „ნაპოლეონთან“ „მერლინ მონროსთან“ და „ჯოჯრ ვაშინგტოთან“ ფსიქიატრიულ კლინიკაში ავღმოჩნდებოდი ამ ფიქრებში ვიყავი გართული იმ დროს როდესაც ვიღაცის ხველება გავიგონე კარს დავხედე კარი დაკეტილი იყო გავშეშდი…მეშინოდა საწოლზე დამეხედა სარკეში არავინ ჩანდა ოთახში კი ვიღაც იყო ავნერვიულდი და მოვიხედე საწოლთან რობი იდგა ის არც გამჭირვალე იყო და არც გაფითრებული როგორც სარკეში მე ავხტი სავარძლიდან და რობთან მივედი მან ჩამიხუტა და თავი ჩემს თმებში ჩარგო მე დებილივით მიხაროდა და მტკიოდა… მტკიოდა გული ფეთქვისგან და მუხლი რომელმაც ბევრი რამ გადაიტანა რომ იმ დღეს „მასთან“ ვყოფილიყავი!

7 Responses to “სარკესთან თამაში…(მორიგი ბესტსეილერი ფანტასტიკური ჟანრი)”

  1. lileko January 12, 2012 at 7:45 pm #

    auuuuu momwona…. M O M E W O N A……. yochag… chemi nichieri….. : )))))

  2. Nani January 12, 2012 at 10:29 pm #

    Vaimeeeee Shokshi var dzaan magaria Ai ar vici sityvebit rogor gamovxato dzalian momewona : ******❤❤❤

  3. ourvintageworld January 13, 2012 at 8:23 am #

    gmadlobt…ar micdia fantastikuri motxrobebbis daweraa magram mgoni cud ar gamovida…))) :*

  4. pupsik January 13, 2012 at 10:14 am #

    :*:*magari xaar :*:* ara ise dawyeba daamaintrigebeli iyo chemtvis rom tqvi me gadamxda tavso, magram mere mivxvdi rom es sheni pantaziis nayopi iyo:*:* exla mdzapr siujetiani, boeviki da komediga dagrcha mgoni:D

  5. ourvintageworld January 13, 2012 at 10:18 am #

    hahaha gmadlob sayvareloo…:*:*:*:* boeviks rom davwer hah :D:D:D:D miyvarxar debiloo :*:*:*:*

  6. pupsik January 13, 2012 at 2:07 pm #

    :*:*:D:Dxoo da deteqtivs tudawerxooici rom pirvelime unda wamakitxo, radgan dzalian miyvars eg jarni:*:*

  7. ourvintageworld January 13, 2012 at 2:49 pm #

    okkk mara aramgonia maqobamde gavuqachooo…:*:*:*😀 :)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: