ნაგლეჯი…

28 Dec


პროლოგი:

“დავიწყება?! ძლენია მოშორება?! უფრო ძნელი არ ვიცი რა ვთქვა მართლა არ ვიცი დედამ მამა მიატოვა რომელიც სისხლის გათეთრებით იყო ავად მერე კი თვითონ ავარიაში დაიღუპა…ამის მერე კი მამა ჩემს ხელში გარდაიცვალა წამებით და ტანჯვით ამას დავივიწყებ ?! ჰაჰა არაა ამას მე არ დავივიწყებ ამას მე ჩემი ცხოვრების დევიზად ვაქცევ ამას მე ტვინში ჩავიბეჭდავ სიყვარული არ არსებობს და მაგალითი კი უკვე გაგაცანით…დამრჩა ძმა რომელიც ჩემი ტკივილის ტკივილი არის ! ”

ეს ჩემი დაწერილი არაა ეს “მისი” დაწერილიაა ზუსტად იმ ადამიანის რომელიც ჩემი ცხოვრების უმთავრესი ნაწილი გახდა ნეტა ადრე გამეგო ეს ყველაფერი… დავიწყებ იქიდან რომ მე ელიზაბეტი მქვია დავიბადე ინგლისში ვსწავლობდი სკოლაში მეგობარი მხოლოდ ერთი ელი მყავდა მე და ელი განუყრელები ვიყავით მას აწუხებდა რამე ე.ი. მეც მე მაწუხებდა რამე ე.ი. მასსაც…გარეგნულად განსხვავებული ვიყავი მისგან ის შავგრემანი იყო მე კი ქერა და მწვანეთვალება… სკოლა ჩვენი წამება იყო ყოველ დღე ვწყევლიდი იმ დღეს როცა მივედი სკოლაში…



1 ნაწილი “ფუტკარი”

ჩვეულებრივი დილა გათენდა საწოლი თბილად მიხუტებდა მაგრამ სკოლა მაინც თავისას შვრებოდა ავდექი სარკეში ჩავიხედე და დავინახე მონსტრი და ეს მონსტრი მე ვიყავი დიდხანს ვფიქრობდი რა ჩამეცვა ჯინსი თუ ჯინსი და ბოლოს მაინც ჯინსი ავირჩია რაღაც კრემისფერი ზედა ჩავიცვი რომელსაც ირემი ეხატა და გავედი გარეთ საუზმე არ დამვიწყებია უბრალოდ დილით ვერაფერს ვერ ვჭამდი…გარეთ წვიმდა უფრო სწორედ წინწკლავდა არ ვიცი როგორ მარა სკოლამდეც მივაღწიე…დამჟავებული სახით ელის მომღიმარე სიფათი დავინახე…რომელიც ჩემსკენ მორბოდა
–იცეკვე, იცეკვე ,იცეკვე
–ჰაა?
–დებილო მაგას ეუბნებოდნენ ადრე გოგოებს რომლებიც წერილებს იღებდნენ..
–ჩათვალე რომ გავერკვიე ვუთხარე მე..
–მოკლედ ჩვენს კლასში ახალი ბიჭი გადმოვიდა…იუჰუუუ…
–აა
–ნეტა კარგი ბიჭი იყოს
–:| ჩემი სახე ეგეთი იყო და ემოციები წუთითაც არ შემიცვლია ამ დროს მე და ელი კლასში შევედით კლასში ჩემი თვალი მოჭრა ჩემს ადგილას მჯდომმა ახალმა ბიჭმა მე მასწავლებელთან მივედი და ვუთხარი თუ სად დავმჯდარიყავი რაზეც მასწავლებელმა მიპასუხა გვერძე მიუჯექი ძალიან გთხოვ ჩემი სახე ხარისას დაემსგავსა ძლივს ძლივობით მივედი ჩემს ახალ ადგილთან გეგონება უკან ჩანთა კი არა კარტოფილის მეშოკი მეკიდა სანამ დავჯვდებოდი მივესალმე ახალს და აი ზუსტად იმ მომენტში მე პირველად შევხედე მას თვალებში ბიჭს ღია ყავისფერი თმა და ლამაზი თაფლისფერი თვალები ჰქონდა მაგ თაფლისფერ თვალებთან მე ფუტკარიც კი ვერ გავხდებოდი რაღაც კარგ ხასიათზე დავდექი მას რომ შევხედე მარა ყველაფერი ელის მომღიმარე და ცინიზმით სავსე სახემ ჩაახშო…ძლივს მოვედი აზრზე და ბიჭის სასიამოვნო ხმა გავიგონე რომელიც მე საპასუხოდ მომესალმა…მაგის მერე არც არაფერი მე თითქოს და რაღაცის სათქმელად სამჯერ დავაღე პირი და დავწყნარდი სკოლაში ყველაფერი ძველებურად იყო მე6 გაკვეთილი აუტანელი გახდა მე ფანჯარაში გავიხედე ნიკი რაღაცას ფურცელზე ბღარჯნიდა უი ის კი გამომრჩა ნიკი ის თაფლისფერთვალება იყო მასწავლებელმა ასე გაგვაცნო მე არც არაფერი მითქვამს მისთვის და მასსაც არ მიუქცევია ჩემთვის ყურადღება სკოლიდან რომ გამოვედით მე და ელი მე ჟაკეტი შევიკარი რაღაც ირემი რომელიც ჩემს ზედას ეხატა იდიოტურად მომეჩვენა
–ხოდა…? თქვა ელიმ
–ვერ მივხვდი? მართლაც ვერ მივხვდი და რა უნდა მეთქვა
–რაო? რა გითხრა? პაემანი უკვე დაგინიშნა? ჰა მიდი გადმოყაჩე…
მე სახე შემეცვალაა და ელის ავუხსენი რომ ჩვენს შორის გამარჯობის გარდა არაფერმა გაიელვა…😦 ისე ვთქვი გეგონება მცდელობაც არ მქონდა რომ ცოტა ამელაპარაკა ნიკი… სკოლის მთავარი შესასვლელიდან დავინახე თუ როგორ გამოდიოდა ნიკი თავის ძმასთან სავარაუდოდ შემდგომში ეგ ვარაუდი დამტკიცდა მათ მანქანა ელოდათ ელიმ მითხრა რომ ეს მანქანა მის მამიდას ეკუთვნოდა რომელიც ფუფუნებაში ცხოვრობდა…საღამო მარტომ გავატარე დედა და მამა საფრანგეთში მუშაობდნენ და მიწევდა ჩემს “ძიძასთან” ცხოვრება…(გაკვეთილები ლამპის შუქის ქვეშ მოვამზადე და ისევ ყველაფერი თავიდან ძილი სკოლა…

2.ნაწილი “რატომ?”


დილით რომ ავდექი თვალებს ვერ ვგრძნობდი თითქოს და გამისივდა თითქოსდა კი არა გამისივდა ყველაფერი ლამპის შუქს გადავაბრალეე და ძიძას რჩევით თვალებში საშინელი რაღაც შევისხი როგორც იქნა გამიარა და გავიქეცი სკოლაში კლასში ძალიან ცოტანი ვიყავით დასვენება იყო ნიკს რაღაც მესიჯი მოუვიდა რომელზეც გაეღიმა მე ვივარაუდო რომ ეს მისი შეყვარებული იქნებოდა რადგან სევდიანი თვალები გაუპრწყინდა როგორც კი ეს გავიფიქრე:/ სიფათი ასეთი გამიხდა ნიკმა პირველად მკითხა
–ხომ კარგად ხარ?
–კი კი უბრალოდ რაღაც გამახსენდა
–აა მეც მჭირს ხოლმე ეგრე თქვა და თავისი ლამაზი სახით გამიღიმა ისეთი გრძნობა მქონდა მაგ მესიჯში ბრძანება იყო დაელაპარაკე! მეც გავუღიმე ან რაღაც მაგდაგვარი კიდევ კაი ელი მაგ დღეს სკოლაში არ იყო თორემ არ შემარჩენდა ამ გადალაპარაკებას გაკვეთილების მერე მე სკოლის ეზოდან გამოვდიოდი ნიკი რომ დამეწია და მითხრა
–წიგნი დამრჩა
–ოჰჰ გმადლობ ისე ვთქვი გეგონება პირველად
–და ესეც ნახე მასწავლებელმა გადმომცა შენთვის
მე გავიკვირვე როდიდან ვსაუბრობდით მე და მასწავლებელი წერილებით
–კაი მოკლედ ჩვენ ერთმანეთს დავემშვიდობეთ და მე წერილი გავხსენი რომელშიც საშინელი კალიგრაფიიდ ეწერა პროეკტში შენ და ნიკი ერთად მუშაობთ! ეს სიტყვები იყო გადამწყვეტი ჩემს ცხოვრებაში რომელზეც მე ვუპასუხე რატომ?😐 მოკლედ ყველაფერი უარესობისკენ მიდიოდა უსიყვარულო გოგონა მე რომელიც ყველანაირად ცდილობდა ნიკისგან შორს დაეჭირა თავი სულ მასთან უნდა ყოფილიყო ნუთუ ეს ჩემი ბედი იყო ?! კონვერტი წერილით ფრთხილად გადავკეცე და ჰაერს გავატანე სახლში ძიძა დამხვდა შემწვარი ქათმით პოდნოსზე ეს საცოდაობა რომ ვნახე გულმა უკან დამიწია და ძიძას სადილზე უარი ვუთხარი საღამოს გაკვეთილების გარემოცვაში გავატარე ღამე კი ელის მწერდა აინტერესებდა თუ რა ხდებოდა მის გარეშე სკოლაში მე ნიკზე და პროეკტზე არაფერი მითქვამს თორე გაბურღავდა ტვინს გაიარა ორმა დღემ და მე და ნიკმა გადავწყვიტეთ პროეკტზე მუშაობა დაგვეწყო მე ვსთოხოვე რომ ნეიტრალურ ტერიტორიაზე დაგვეწყო მასზე მუშაობა და საღამოს ჩვენ შევხვდით!

3.ნაწილი “დაისი”

ნეიტრალური ტერიტორია მთლად ნეიტრალური არ აღმოჩნდა ნიკმა თავისი მამის სახლში მიმიყვანა სახლის წინ ულამაზესი პეიზაჟი იყო გადაშლილი მინდორი და ცა რომელზეც ლამაზად მოელვარე მზე იყო გადაჭიმული
–გინდა გარეთ ჩამოვჯდეთ მითხრა ნიკმა როცა მიხვდა რომ გარემომ თავბრუ დამახვია
–კი…თვალის მოუშორებლად ვუთხარი მე
მე და ნიკი მივედით ხის მრგვალ მაგიდასთან რომელიც სახლის წინ იდგა მაგიდა ზოგან ხავსით იყო დაფარული ნიკმა ფრთხილად ააცალა მაგიდას შუაში მყოფი ხავსი დადო მასზე ფორმატი და გამიღიმა მე კვლავ გარემოს ვათვალიერებდით 6 საათისკენ სამუშაოს ნახევარი მზად გვქონდა და მე ვსთხოვე ნიკს შემდგომ გაგვეგრძელებინა რადგან ხელი მომტყდა რაზეც ნიკამ სოლიდარობა გამომიცხადა
–მომწონს აქაურობა რამოდენიმე წუთის მერე მითხრა ნიკმა
–მეც ვთქვი მე და მზის ჩასვლას დავხედე
–ხვალეც აქ მოვიდეთ სამუშაოს დასამთავრებლად
–კარგი დავთანმხდი
რამოდენიმე წუთმა განსაზღვრა ჩვენი ახალი სასაუბრო თემა, გადავწვიტეთ ერთმანეთი უფრო ახლოს გაგვეცნო.დავიწყე მე
–5 წლიდან ძიძასთან ვიზრდები დედა და მამა საფრანგეთში გადავიდნენ მე კი აქ დამტოვეს არ ვიცი რატო შეიძლება ზედმეტ ტვირთად ჩამთვალეს შეიძლება მაშინ საშუალება არ ჰქონდათ მაგრამ ეხლა ხომ აქვთ რათ მინდა ის პენტჰაუსი რომელშიც მე ეხა ვცხოვრობ ძიძასთან რაც მე ეხლა მინდა ყველაფერი მშობლებს ეხება რომლებსაც სავარაუდოდ მე ვკიდივარ…
–ელიზაბეტ ყველაფერი ისე არაა როგორც შენ ფიქრობ
–კიი ყველაფარი არა მაგრამ უმეტესობაწილად ეგრეა
–მაშინ მე რა უნდა ვთქვა დედამ მამა მიაგდო რომელიც ავად იყო და ისედაც კვდებოდა მაგრამ დედამ თავისი ავარიით დაუჩქარა ეს დამშვიდობება სიცოცხლესთან მამიდა რომ არა აი ამ ხავსიან მაგიდასთან ვიჯდებოდით მე და ჩემი ძმა – ამ დროს ძალიან შემეცოდა ნიკი რომელიც გულწრფელად აღიარებდა თუ რა აღელვებდა მას… მაშინვე მივხვდი რომ უმადური ვიყავი ნიკს საერთოდ არავინ ჰყავდა მდიდარი მამიდის გარდა რომელიც ნამდვილად ვერ მისცემდა იმ სითბოს რასაც ის ითხოვდა ამასობაში ჩვენ სევდიანი თემიდან გადავედით სულ სხვა თემაზე არსებობდა თუ არა სიყვარული ჩვენ იმდენი ვიკამათეთ რომ ლამის ის ხავსიანი მაგიდა ზედ ჩამოვაცვი ნიკს თავზე რა იცოდა საცოდავმა რაზე ვუმტკიცებდი მე რომ სიყვარული არსებობდა |–( მოკლედ ეს თემაც ნიკმა გადაიყვანა უფრო მშვიდ თემაზე როგორიცაა ინტერესები აღმოჩნდა რომ ის დრამებზე და გიტარაზე უკრავდა მეც ვსთხოვე ჩემთვის ესწავლებინა დრამებზე დაკვრა რაზეც მან დადებითად მიპასუხა და შემდეგი შაბათიდან ამ საქმესაც შევუდგებოდით რაც მთავარია პროეკტიც გაკეთებული გვექნებოდა და თავისუფალ დროს ერთად გავატარებდით….

4 ნაწილი “სიმშვიდე”

პროეკტი მე და ნიკმა დავამთავრეთ დავალებები გავინაწილეთ და შაბათსთვის ყველაფერი მზად გვქონდა…შაბათს როგორც ნიკი შემპირდა მასთან წავედით დრამებზე დაკვრის სასწავლებლად ის კი დაგიმალეთ რომ დრამებზე ადრე ვუკრავდი მაგრამ გახსნება ნიკთან ერთად მოვისურვე…იმ დღეს წვიმდა მე და ნიკი ისევ მამამისის სახლში წავედით პირველად შევაბიჯე თვით სახლში და არა სახლის ეზოში სახლი ძველებურად იყო მოწყობილი წინ ფართო ოთახი იყო რომელშიც დრამები როიალი და როიალზე გიტარა იდო გვერძე სამზარეულო მეორე მხარეს კი კიბე რომელიც სავარაუდოდ საძინებელში გადაგიყვანდათ სახლის კედლები ღია ფერის იყო იატაკი ჭრიალებდა და მაღიზიანებდა მაგრამ ვცდილობდი ამისთვის და ჩემი ნევროზის ერთ ერთ დამახასიათებელი თვისებისთვის არ მიმექცევია ყურადღება,მოკლედ საღამოსკენ ძლივს ძლივობით ჩემმა ნიჭმა ამოყო თავი და ერთი მელოდია მე და ნიკმა ავითვისეთ ნიკი გიტარით ფარავდა ჩემი დაკრულის ხმას რაც მე ძალიან მახარებდა როგორც იქნა წვიმა შეწყდა მე ისევ დრამებზე დაკვრის ხელების მოძრაობას ვიმეორებდი არადა უკვე დიდიხანია დაკვრას მოვრჩით უცებ გავჩუმდით და მე ამომასკდა მელოდია რომელსაც რამოდემნიმე წუთის წინ დრამზე ვასრულებდი ჩემი ხრიანწიანი ხმა პირველად მომესმა ნაზად ნიკმა თვალები დახუჭა და ჩაფიქრდა სიმშვიდე სუფევდა სახლში მანამ შემთხვევით არ მოვარტყი დრამს ხელი უცებ ნიკი ადგა სკამიდან ხელი მომკიდა და გამიყვანა გარეთ მე ერთი წლის ბავშვივით არეული ნაბიჯებით მოვყვებოდი სახლის კარს ნიკამ ხელი კრა დამსვა იქვე სახლის შემოსასვლელ კიბეზე და რამოდენიმე წუთის მერე გარეთ გამოათრია დრამები და გიტარაც ნიკმა მსთხოვა ერთხელ მაინც დამეკრა წესივრად რადგან არ სურდა გარემო შემეშინებინა ) დაკვრა დავიწყე და თითქოს და ბუნებას შევერწყე ცისარტყელაც მკრთალად მაგრამ გამოჩნდა ცაზე და ნიკას მელოდიის ნამღერი ოპერის მომღერლის სიმღერას შევადარე ისე მსიამოვნებდა მისი სევდიანი მაგარამ ამავ დროულად ნაზი ხმის მოსმენა რომ ლამის დრამებზე ჩამეძინა…როდესაც მე ხელი მომტყდა ჩვენ შევწყვიტეთ დაკვრა და ჩამოვჯექით კიბეებზე ჩვენს შორის ჩამოვარდა ცოტა უცნაური სასაუბრო თემა სად ვინატრებდით ცხოვრებას მე ნიკს არ დავუმალე რომ მშობლებთან პარიზში ცხოვრებას ვნატრობდი ნიკმა კი მითხრა რომ ინგლისს არ გასცდებოდა მაგრამ მისი საცხოვრებელი ადგილი აუცილებლად უნდა გადაჰყურებდეს ჰორიზონტს მინდორს მზეს რომელიც ყოველ საღამოს გვემალება მისი ნათქვამი გულში ჩამყვა მარტო ამ ნათქვამზე მეფიქრებოდა სახლშიც რომ მივედი მის თვალით დანახულ გარემოზე ვფიქრობდი და ხელებით დრამზე დაკვრის მოძრაობებს ვიმეორებდი…)

5 ნაწილი “მარტოობა

კვირა დღე გადავწყვიტე ჩემთვის დამეთმო მხოლოდ ჩემთვის ჩემი ფიქრებისთვის და ოცნებებისთვის რომლებიც რატომღაც ბოლო დროს ნიკს ეხებოდა…და რატომ გადავწყვიტე ასე? იმიტომ რომ ეს ყველაფერი თავისით გადაწყდა😐 დილით ძიძამ დამირეკა და მითხრა რომ სერიოზული საქმე ჰქონდა და ვერ მოვიდოდა მარტოდ ყოფნა ნამდვილად არ მინდოდა და ამიტომ გადავწყვიტე ელისთან წავსულიყავი მაგრამ ესეც ბუნებამ გადამიწყვიტა ისეთი წვიმა დაუშვა რომ მეგონა 1 წლის მარაგი დღეს უნდა ამოწუროს შემცივდასავით ავედი ჩემს ოთახში ჩავიცვი ფიფქებიანი თეთრი სვიტრი ჩამოვედი პირველ სართულზე ავანთე ბუხარი და დედაჩემს მივწერე
“დედა როგორ ხარ ? შეგახსენებ მე ჯერ კიდე ვარსებობ…მიყვარხარ მენატრები…” საშინელი წერილი გამოდგა მაგრამ მისი გაგზავნა უკვე მოვახერხე პასუხი მაშინვე მივიღე გეგონება ხელში ეკავა ტელეფონი “ჩვენ კარგად ვართ შენ როგორ ხარ ელიზაბეტ? მეც მომენატრე და შენ არსებობაც არ დამვიწყებია უამრავი საქმე მაქვს ზაფხულში ჩვენთან სამუდამოდ ჩამოდიხარ” ეს წერილი რომ მივიღე მე 9 ცაზე ფეხით ავირბინეე და ჩამოვირბინე კიდეც რადგან გამახსენდა ნიკი რა მეშველებოდა უიმისოდ მის გარეშე ხომ ვერ ვძლებდი ზაფხულამდეც 1 კვირაღა იყო დარჩენილი ეს აზრები რომ დავალაგე გავვარდი შემოსასვლელისკენ ქურთუკს ხელი დავავლე და დავაპირე ბოტების ჩაცმა მაგრამ მერე მივხვდი რომ ნიკს არ ვუყვარდი და იგივესაც არ გრძნობდა რასაც მეე ამის მერე საერთოდ მოვიღუშე კიბეზე ჩამოვჯექი რომელიც ჩემს საძინებელში ადიოდა და ჩამეძინა…

6.ნაწილი “დასასრული”

რომ გავიღვიძე 1 კვირა უკვე გასული იყო მაგ ერთი კვირის განმავლობაში მე და ნიკი კიდევ ვუკრავდით დრამებზე და პირველად მოხდა ის რამმაც საერთოდ დამანგრია ერთ დღეს როცა ძალიან ციოდა ნიკის მამის სახლში მე 2 თვის ბაჭიასავით კანკალი დავიწყე ნიკმა თავისკენ მიმიზიდა და ჩამეხუტა მე პირველად გამიხარდა რომ ზაფხულში ასე ციოდა მე მზად ვიყავი სამუდამოდ მეცხოვრა ძიძასთან ოღონდაც პარიზში არ წავსულიყავი…ხოლო როცა ნიკას ვუამბე რომ მეორე დღეს მივდიოდი პარიზში ისე იღრიალა რომ ლამის დამპალი იატაკის ქვეშ ჩავეფლე ნიკი არ იჯერებდა იმას რომ ჩვენი კონცერტი მისი მამის სახლში დამთავრდა მთხოვდა მასთან დავრჩენილიყავი ცდილობდა აეხსნა ისიც რომ პირველად იგრძნო ის რომ მისი მშობლების ისტორია ყველა ადამიანს არ ეხება მე ვცდილობდი დამემშვიდა ის…ნიკი ოთახიდან ოთახში გადადიოდა და ღრიალებდა მე უკან დავყვებოდი და ვეუბნებოდი რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი მაგრამ ამას ის არ ისმენდა მე ვტიროდი და ჩუმად ვბურტყუნებდი თავისას ნიკს თვალზე ცრემლი მოერია სახლიდან გავარდა და კარი ისე დააბრახუნა რომ დრამებისა და როიალის წვრილი ხმა გაისმა მეც სახლიდან გავვარდი ნიკას პოვნას ვაპირებდი მაგრამ ამაოდ…

7.ნაწილი “პარიზი”


პარიზში მშობლებმა ღირსეული შეხვედრა მომიწყვეს გულწრფეად უხაროდათ ჩემი ჩამოსვლა მაგრამ უკვე მე არ მახარებდა ეს… მთელი გზა თვითმფრინავში ვქვითინებდი და ჩამოსვლისას ყველაფერი დაღლილობას გადავაბრალე პარიზი მართლაც ულამაზესი იყო მაგრამ ის სულ არ მანაღვლებდა ნიკი აი რა მაინტერესებდა მე საღამოს მარტოდ მარტომ გადავწყვიტე ველოსიპედით გამესეირნა პარიზის ცენტრში და გავისეირნე კიდეც სეირნობისას სულ იმ მელოდიას ვღიღინებდი რომელმაც გადაატრიალა ჩემი ცხოვრება უძილობამ კოშმარებმა და ფიქრებმა მე გადამაწყვეტინეს უკან დავბრუნებულიყავი ჩემმა ფრანგულმა ცხოვრებამ 15 დღე გასტანა მეტს მე ჩემს თავსაც არ მივცემდი უფლებას გულწრფლად ვგრძნობდი რომ დამნაშავე ვიყავი…საღამოს მშობლებს ვუთხარი
–დედა მამა ძალიან გთხოვთ სწორე გამიგეთ აქაურობას ვერ ვეგუები…და სახლში რომ დავბრუნდე?
–რას ჰქვია ვერ ეგუები? გაისმა დედეჩემის გაკვირვებული ხმა
–აქაურობა ჩემი არაა მე იქ ცხოვრება მინდა არადა აქ თუ იქ სულ ფეხებზე მეკიდა მთავარი იყო ჩემთვის ნიკა
–ანუ დაბრუნება გსურს?
–კი ვუთხარი მე მშობლებმა მე გამიგეს და 2 დღის მერე უკვე სახლში ავღმოჩნდი…

8 ნაწილი “17 დღე”


17 დღემ ყველაფერი შეცვალა ჩამოსვლისას ცოფიანი ძაღლივით სახლში შევვარდი ყველაფერი მივაგდე და წავედი ნიკთან ნიკას მისამართი არასწორი აღმოჩნდა უფრო სწორედ დეიდამისი იტალიაში გაემგზავრა ბიჭები კი საცხოვრებლად დროებით სხვაგან გადავიდნენ ცრემლები ლამის შადრევანივით წამასკდა…არ ვიცოდი რა მექნა ან სად მეპოვა ის დროებითი ადგილსამყოფელი უცებ გამახსენდა ნიკას მამის სახლი საღამო იყო უკვე ბნელდებოდა და წვიმდა მაგრამ ამანაც არ შემაჩერა და მე მივედი ნიკას სახლთან მაგრამ იქ არავინ იყო დრამები გარეთ ეყარა გიტარა კი გატეხილი ეგდო მე დრამები ავიღე და ნორმალურად დავალაგე დავჯექი სკამზე და პირველად უშეცდომოდ წვიმაში დავუკარი ჩემი მელოდია მაგრამ ამან უფრო გაამძაფრა სიტუაცია და შეუხორცებელი ნაიარევი უფრო გამირღვია წვიმდა მე კიდე დრამებზე ვუკრავდი მთელი ტკივილი ზედ დავამხვე და მხოლოდ ღამე სულ სველი დავბრუნდი შინ არ ვიცი რამ დამაძინა დაღლილობამ თუ მელოდიის მეათასედ ღიღინმა მაგრამ ის კი ვიცი რომ ძილმა მაინც სცადა დავეწყნარებინე…მეორე დღეს ძიძამ ძალით დამსვა სასაუზმოდ გაცივებულ ყავას ვურევდი და შიგ ვაყოლებდი სევდას და ჩემს მელოდიას უცებ ვკითხე ძიძას
–სად არი აქ ყველაზე ლამაზი ადგილი და რომელი სახლი გადაჰყურებს მას?
–ოო 27 გადასახვევი თუ რაღაც მითხრა მერე კი მოუმატა ჩემთვის საჭირო ფრაზა ეგ სახლი რამოენიმე დღის წინ გაიყიდა
მე ძლივს გადავყლაპე ყავის ყლუპი და გავიქეცი ერთი სული მქონდა მეპოვა ის 27–ე გადასახვევი და ვიპოვე კიდეც კარი ვიღაც ბიჭმა გამიღო მე მაშინვე მივხვდი რომ ეს ნიკის ძმა იყო
–ნიკი აქ ცხოვრობს? უხეში ძროხასავით ვუთხარი
–ა ა არა თქვა ეს მან ვიღაცის ხველების მერე მე ველური კატის მზერა მივამსხვრიე და ხელი ვკარი ნიკის ძმამ კარის უკან ლამის ჩაიკეცა მე სახლში შევედი სულ არ მაინტერესებდა როგორ გამოიყურებოდა ეს ყველაფერი უცებ ვიღაცის ფეხის ხმა გავიგონე და სამზარეულოს კედელთან აყუდებული ნიკი დავინახე ტირილი დავიწყე არ მჯეროდა რომ ნიკს არ სურდა ჩემი ნახვა ორი ნაბიჯი ძლივს გადავდგი და მას მკერდზე დავენარცხე მასთან შედარებით ისეთი პაწია ვიყავი რომ ერთ ჩახუტებაში შეეძლო დავეხვრჩვე მაგრამ ამაზე მაშინ საერთოდ არ მეფიქრებოდა მე მხოლოდ ვტიროდი და პატიებას ვსთხოვდი ნიკი მკოცნიდა და მეფერებოდა მე კი ვტიროდიდა ვტიროდი და ვერ ვწყნარდებოდი … უცებ მომაფიქრდა იდიოტური რაღაც ვერ გავძელი და ვკითხე
–ფსიქიატრიულ კლინიკაში თუ ვიწვები ფორთოხლებს მომიტან ხოლმე?
–არა…
მე მოვიღუშე და როგორღაც ამოვღერღე
–რატომ?
–იმიტომ რომ შენს გვერდით ვიწვები….) თქვა ეს ნიკმა და მაკოცა…

5 Responses to “ნაგლეჯი…”

  1. ourvintageworld December 28, 2011 at 5:46 pm #

    bolo momewona<3

  2. ourvintageworld December 28, 2011 at 5:56 pm #

    nat es shen xar tu me chem tavs vukomentareb😀😀 xo eg mec momewona

  3. alexandra January 1, 2012 at 10:49 am #

    auuu ra shemiyolaaaa,gamoshterebuli saxit vkitxulobdi da tbil emociit vivsebodi da bolo mlad magari iyo:D<3<3<3

  4. ourvintageworld January 7, 2012 at 10:11 am #

    gmadlobbb : ))) bolo usayvarlesi gamomivida😀

  5. nia... January 11, 2012 at 2:19 pm #

    aiii dzalian magariii iyooo aiii uzomod momewonaaa ))) martlaaa gansxvavebuli iyooo daa dzalian sayvareli….❤ ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: