რა არის ჩვენს შორის?ბალიში:| (მოთხრობა რომელმაც პოპულარობა მომიტანა :D)

12 Dec


ეს ამბავი დატრიალდა იმ დღეს როდესაც დედაჩემმა თავისი ბავშვობის მეგობარი იპოვა…მოკლედ მის მეგობარს ჩემი ტოლა შვილი ჰყავდა ერთხელაც ისინი გვესტუმრნენ მე სახლში არ ვიყავი… მანამდე სანამ მე გარეთ ვიყავი გადაწყდა რომ ჩვენ ერთად წავიდოდით ნიუ–იორკში😐 მე რატომღაც მაგრა მიხაროდა მაგრამ ეს ნაადრევი ემოცია იყო ერთმა კვირამ როგორღაც ჩაიარა და აი მოვიდა ის დღეც…აეროპორტში მე გავიცანი დედაჩემის მეგობარი და მისი კრეტინი იდიოტი თავში ავარდნილი შვილი მას ნიკა ერქვა მოკლედ თვითმფრინავში ერთად ვიჯექით😐 :@ და აი აქედან დაიწყო ჩვენი კამათი,

–ისე მე უფრო ლამაზი ბავშვი მეგონე მითხრა მან (ლამის ფანჯრიდან გადავაგდე)
–იციი მეც რაღაც დედამ ისე საყვარლად ამიღწერა შენი თავი რო…
ამის მერე გავჩუმდით მერე კი ზუსტად 29 წუთი არ გავჩერებულვართ ის ნერვებს მიშლიდა მე კიდე ნერვებს ვუწეწავდი…ჩამოვედით😐 იქაც სიურპრიზები მელოდა სასტუმროში ჩვენ ერთ ოთახში უნდა გვეცხოვრა მოკლედ (რატოოო წამოვედი?! ;( ) ოთახში რომ შევედით ნიკა ჩვეულებრივ შეტოპა მე კიდე კარებში პირ დაღებული ვიდექი და რატომ? მოკლედ მე და ნიკა ერთ საწოლზე უნდა დავტეულიყავით (რატომ წამოვედი? ;( ) ნიკამ მითხრა
–დიდხანს იდგები კარებში „სკვაზნოია”
–”სკვაზნოი” თავში გაქვს
მე ოთახში შევედი საწოლზე დავჯექი და მერე დავებერტყე…ღამე იყო მე და ნიკა დაძინებას ვაპირებდით მოკლედ მე მას ვუთხარი
–აი ეს ბალიში არის ჩვენი საზღვარი გადასცდები ამას და სახეს დაგილეწავ
–გეგონება მე ძაან მიხარია შენთან წოლაა
–ძალიან კარგი და კიდევ ღამე თუ სადმე გახვალ შუქი არ აანთო
–სულ შენს ხუშტურებზე ვივლი რაა
–არ ივლი და ვნახავთ ვინ მოიგებს ვთქვი მე ეს და შუქი ჩავაქრე
–ღამე მშვიდობისა საყვარელო
–აუუუუუუუუ
–კაი უბრალოდ რატომღაც წარმოვიდგინე რომ ჩემი ცოლი ხარ
–მოინდომა ბიჭმა მთვარეზე გასეირნება
–კაი დაწყნარდი ჩემს გემოში არ ხარ
– მე ხომ რას ამბობ გულზე მეხატები…
ამის მერე აღარაფერი გვისაუბრია მოკლედ დავიძინეთ…დილით მე პირველი ავდექი გამოვეწყე და ფარდა ისე გამოვწიე რომ მზე ნიკას თვალებში ჩასჩემოდა…(დამპალი ვარ რა) ნიკაც ადგა მე ჩემს ძმაკაცს დავურეკე და ხმამაღალი ჩავრთე
–ვააა ლიზ როგორ ხარ?
–საშინლად
–რაზე?
–აუუ ის როჟა დეგენერატიაა სუფთა
–ხომ გეუბნებოდიი დარჩი თქო
–აუუუ ხო თან ნერვები მეწეწება მას რომ ვუყურებ…
–ჰაჰ კაი დაიკიდე
მოკლედ მე და გიო ეგრე კიდევ 10 წუთი ვლაპარაკობდით…ვაჟ ბატონიც გვისმენდა … მერე ჩვენ ჩავედით სასაუზმოდ იქ ისე ვიქცეოდით გეგონებოდა რომ საუკეთესო მეგობრები ვიყავით არადა… :@:@:@ მერე ისევ სასტუმროს ოთახში ამოვედით მე აივანზე გავედი ის ემზადებოდა სადღაც წასასვლელად და ბოლოს საქმის ყურშიც ჩამაყენა…
–გოგო ეხლა ერთმა უნდა ამომიაროს და იყავი რა აივანზე
–მეტი საქმე არ მაქვს ვუთხარი მე და აივნიდან გამოვედი 3 წუთში ჩვენთან ვიღაც გოგო ამოვიდა ის და ნიკა სადღაცას მიდიოდნენ ნიკა უკვე გადიოდა და მე ვუთხარი
–არ დაიგვიანო სიხარულო
–არა საყვარელო
მეც სახლში დიდხანს არ დავრჩენილვარ და გარეთ გავედი იქ დავბოდიალობდი ერთ ჩემს ძველ დაქალთან ჩვენ კაფეში წავედით მერე პარკში და ეგრე…რომ მოვედი სასტუმროში ის უკვე სახლში იყო მე სახეზე მეტყობოდა რომ მაგრა გავერთე და მან მკითხა
–სად იყავი გოგოო?
–ვაიმეე ეხლა გითრევ
–მღალატობ?
–უჰუუუ
–დამპალი გოგო ხარ რააა როგორ გაატარე დრო?
–უშენოდ მაგრად შენ?იმ შეღებილს მოკითხვა გადაეცი
–მეც კარგად ის გოგო ჩემი დაქალია დებილო
–არ მაინტერესებს…
მოკლედ მე დავწექი ისიც მომიწვა
–გოგო შენ ძაან მოიწიეე ბალიში ხომ არ დაგავიწყდა?
–ჩემს ტერიტორიაზე ვარ და რამე ხომ არ აგივარდათ გოგრაში?
–არა უბრალოდ მეთქი იქნება თავს ვერ შეიკავებ და მაგ ბალიშს გადააგდებ
–ვიხუმრეთ?
–კიი
ასე გრძელდებოდა მთელი ღამე ნიკა სპეციალურად ანთებდა შუქს რითიც ნერვებს მითხრიდა…მე წყალი დავასხი ვითომ შემთხვევით…მერე მაგან ფეხი მკრა და საწოლიდან გადამაგდო და ეგრე…მეორე დილას ნიკა გასქურა კლუბში მეც ჩემს დაქალთან კლუბში წავედი აღმოჩნდა რომ ჩვენ ერთ კლუბში წავბოდიალდით…:|…მოკლედ მე და ჩემი დაქალი მაგარს ვერთობოდით„,ისიც თავის იმ შეღებილთან…:@…ბოლოს მე რაღაც ნერვები მომეშალა მაგათ რომ ვუყურებდი და კლუბიდან გამოვედი გარეთ წვიმდა საშინლად…უკან დაბრუნებას ჯობდა წვიმაში ტოპვაა…მე მოკლე შავი კაბა მეცვა და ქუსლიანი ფეხსაცმელები გზაში ერთი ფეხსაცმელი მომძვრა და მე ცალით ვტოპავდი მერე შუა გზაში ისიც მივაგდე და უკვე ფეხშიშველა მივდიოდი არ ვიცი რატომ მაგრამ მე ნიკამ ნერვები ამიშალა მე თითქოს და ვიეჭვიანეე…გზაში ვიღაცის ფეხის ხმა გავიგონე ეს ნიკა იყო მან მითხრა
–რამე ხომ არ დაკარგე?
–უიი ჩემი ტუფლიკი გმადლობ
–აჰაა ნიკამ თავისი ქურთუკი მომაწოდა
–სხვა დრო რომ ყოფილიყოს მაგ ქურთუკს თავზე დაგიგლეჯდი და ღილებს პირში შეგიტენდი მაგრამ ვინაიდან გაყინული ვარ მომე!
–რა საყვარელი ხარ რაღაც სიყვარულის ბუშტი გამისკდა შენს მიმართ
–ბევრი დალიე?
–არც ისე თქვა ეს ნიკამ და ხელი გადამხვია მე მისი ხელი მოვიშორე…და ვუთხარი
–დღეს იატაკზე მძინავს
–რატომ?ვერ ხარ ბალიში ხომ არის
–ხოდა ვგრძნობ ეგ ბალიში ამაღამ არ გვიშველის და თქვენი კოტრიალით მე მაინც იატაკზე ავღმოჩნდები
–კაი ეხლა ბეტონის კედელს საწოლზე ვერ ავაგებ
–ხოდა აი მაგიტომ მე დღეს პარკეტს ჩავეხუტები
–უკეთესი მე საწოლზე გავიფარჩხები
–ვერ გაიფარჩხები რადგან შენი გონების მოსვლის მერე მე ისევ საწოლზე მძინავს…
მოკლედ როგორც უკვე ნათქვამი იყო მე იმ ღამეს იატაკზე დავებრეხვე…
–კარგად წევხარ საყვარელო?
–შენთან წოლას კი მირჩევნია
იმ ღამეს მე როგორრაც დავიძინე თურმე ღამე ნიკამ იატაკიდან ამფხიკაა და საწოლზე დამაწვინა…მეორე დღეს მე და ნიკა ერთად წავედით ნიუ–იორკის შუაგულში…იქაც ნერვებს მითხრიდა მაგრამ არანაკლებ მე ვუთხრიდი მან პატარა ამერიკის დროშა მიყიდა და მითხრა
–აჰაა დროშა უკვე გაქვს ხმალს მერე გიშოვი
–ვაიმეეე გავიცინო?
მოკლედ მე და ის მაგრა ვერთობოდით…ღამემდე იქ დავბოდიალობდით ღამე კი სახლსი მისვლისას ნიკამ მითხრა
–მგონი მიყვარხარ
–აკი შენ გემოში არ ვარ
–რავიცი აბაა სულ შენთან ბოდიალი მინდა
–და მე არა
ნიკაც მოიღუშა და აივანზე გავიდაა…(მე მივხვდი რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და უნდა მეთქვა მისთვის რომ მეც მომწონდა)მეც გავედი აივანზე მან შემომხედა და მე გამოვუტყდი გრძნობებში…ამის მერე მე და ნიკა კრეტინებივით ღამე აივანზე ჩახუტულები ვიდექით…ერთმანეთს ვეფერებოდით და მაინც რაღაცაზე ვჩხუბობდით!!!

5 Responses to “რა არის ჩვენს შორის?ბალიში:| (მოთხრობა რომელმაც პოპულარობა მომიტანა :D)”

  1. Somerhalder December 12, 2011 at 6:17 pm #

    vaime magaria : )))))))

  2. ourvintageworld December 12, 2011 at 6:44 pm #

    gmadlob sayvarelo :*:*:*:*

  3. nancygaladriel December 13, 2011 at 2:40 pm #

    რამანწიკა ^^

  4. littlemonster December 13, 2011 at 2:43 pm #

    magaria:*<3

  5. ourvintageworld December 13, 2011 at 4:55 pm #

    gmadlobt :*:*:*:*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: