ფობია?!

5 Dec

დღეს რატომღაც ბევრი სასაუბრო თემა დამილაგდა ტვინში და ერთ-ერთი,ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო ამოვირჩიე.ფობია იგივე შიში.

ამბობენ რომ თუ იმის, რისიც გეშინია თვალებში ჩახედავ და უშიშრად დაუპირისპირდები(ამის ნაკლები შანსი მაქვს)ფობიაც გაქრება.კაი ეხა ლოკოკინას თვალები სად უპოვო:)აუტანლად მეშინია ლოკოკინების,არადა ბავშვობაში რამის ლოკოკინების ზოო პარკი გავიხსენი ,ისე მიყვარდა.ამას უფრო ზიზღს დავარქმევდი ვიდრე შიშს.მახსოვს ერთხელ ხატვაზე მივდიოდი,ნაწვიმარი იყო და უცებ ზუსტად ჩემს წინ დავინახე “ის”.ღმერთო ეხლაც ჟრუანტელი მივლის რო მახსენდება!იმ წუთას დაუნის სინდრომით დაავადებულ ბავშვს დავემსგავსე,ალბათ მიხვდით როგორიც ვიქნებოდი.გვერდზე ვიღაც ქალმა ჩამიარა და რო შემომხედა ,კინაღამ იქით მოსასულიერებელი გამიხდა.მერე როგორღაც ტვინი ისევ ამუშავდა და ყოველგვარი პანიკის გარეშე შევძელი გზის გაგრძელება.მეორე,რისიც მეშინია არის სივიწროვის უჰაერობის შიში,ფობიების ენაზე რომ ვთქვათ,კლაუსტროფობია.სხვა ჯერჯერობით არაფერი მაწუხებს:)

ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ უცნაური ფობიების სია,იქნებ თქვენც გაქვთ შიში რაიმესადმი.თუ კი,ძალიან მოხარული ვიქნები თუ კომენტარებში დაწერთ და ერთმანეთს გავუზიარებთ ყოველივე ამას.იქნებ ეს მაინც დაგვეხმაროს შიშის დაძლევაში.კარგით დავიწყეთ:

ნომოფობია – მობილურის არქონის შიში

ალბუტოფობია – აბაზანის მიღების შიში

გეფიროფობია – ხიდების შიში

ფაგოფობია – გადაყლაპვის შიში

ფობოფობია – შიშის შიში(ეს ყველაზე მაგარი:D:D)

აუტოფობია (ან მონოფობია) – საკუთარი თავის შიში

ანგლოფობია — ზიზღი ყველაფერი ინგლისურის მიმართ.

არაქიბუტიროფობია — არაქისის კარაქის სასაზე მიკვრის შიში🙂🙂

ბიბლიოფობია — წიგნების შიში, სიძულვილი

სქოლიოფობია — სკოლის შიში.(ეს გვჭირს მთელ კლასს)

აკაროფობია — ფხანის შიში

ამბულოფობია — სიარულის შიში

აფენფოსმფობია — შიში იმისა, რომ ხელი შეგახონ.

გლოსოფობია — საზოგადოებასთან სიტყვით გამოსვლის შიში(უი ეგეც მჭირს თურმე:(

კიბერფობიაკომპიუტერების შიში(დედაჩემი ნატრობს ნეტა ჩემ შვილებს ქონდეთო:D:D)

ლეუკოფობია — თეთრი ფერის შიში

ოკტოფობია — რიცხვი 8–იანის შიში.

3 Responses to “ფობია?!”

  1. gvanTuli December 6, 2011 at 1:27 pm #

    me ufro skolis shishi mchirs,amaze uaresi raga unda iyos:D

  2. ourvintageworld December 6, 2011 at 2:12 pm #

    haha chvenc😀

  3. littlemonster December 10, 2011 at 2:33 pm #

    skoliis Shishi😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: